
Tornike Skhiereli
Head of the Folklore-Ethnographic Group "Basic"; Member of the Ensemble "Lashari"; Regent-Consultant of the Oni Representation of the Georgian State Folklore Center;
Date of Birth
13.11.1989
Resume
Available only in Georgian
2006 წელს დაამთავრა ონის საჯარო სკოლა;
2013 წელს _ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი. კვალიფიკაცია: საეკლესიო მუსიკის ბაკალავრი, (ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე). ფოლკლორის შემკრებ-შემგროვებელი, საეკლესიო გუნდის რეგენტი, ხალხური სიმღერის ლოტბარი.
-
1996-2005 წწ. მღეროდა ლოტბარ შალვა ჯაფარიძის ანსამბლ ბიჭუნეებში.
რაჭული სიმღერა და მისი ვარიანტები ოჯახში და სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილი ეთნოფორებისაგან შეისწავლა.
სხიერელები რაჭაში მომღერალი გვარია, თორნიკეც მომღერალი ოჯახიდანაა: დედ-მამა, ბებია-ბაბუები და მათი წინაპრები ორივე მხრიდან განთქმული მომღერლები იყვნენ. მამის ბებია, ეფროსინე გვარად გოშაძე, თვრამეტი დედმამიშვილისაგან შემდგარ საოჯახო გუნდში მღეროდა სოფელ კვაშხიეთში. მის ძმას ივანე გოშაძეს კი, სანდრო კავსაძის გუნდში უმღერია.
ახალგაზრდობის მიუხედავად, თორნიკეს სიმღერა-გალობისა და ლოტბარობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს:
-
2008 წლიდან დღემდე _ მღერის ანსამბლ ლაშარში (ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი).
2008-2016 წლებში _ მუშაობდა ფოლკლორის ეროვნულ სკოლასა და ქართულ-ბრიტანულ აკადემიაში ხალხური სიმღერის პედაგოგად.
2009-2013 წლებში _ გალობდა წმიდა ნიკოლოზისა და დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებში.
მღერის ფოლკლორულ ანსამბლ სახიობაში (ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე).
-
2011 _ დააფუძნა და დღემდე ხელმძღვანელობს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ჯგუფს ,,ძირიანი",
2016-დან_ ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის შემსწავლელ ბავშვთა სტუდია ,,მომავლის ხმებს" (თანადამფუძნებელი);
2016 _ ასევე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის გუნდს _ ლემადე.
-
2009-2013 წლებში განახორციელა ხუთი ექსპედიცია რაჭის რეგიონში, შეაგროვა დიდძალი ფოლკლორული მასალა.
ხშირად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში.
-
2010 _ ფოლკლორის ეროვნული პრემიის სტიპენდიანტი.
2013 _ ფოლკლორის შეკრებ-შემგროვებლობაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა მედლით და სიგელით, ,,სამოქალაქო თავდადებისათვის".
-
ცეკვავს და მღერის სამივე ხმას.
შესანიშნავად უკრავს ქართულ ხალხურ საკრავებზე (ჭიანური, ფანადური, ჩონგური, გარმონი, დაირა, სტვირი, წიკოწიკო,);
ამზადებს ჭიანურს.
ქართული ხალხური სიმღერა-გალობით დაინტერესებულთათვის, ინტენსიურად მართავს მასტერკლასებს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
-
2016 წლის მაისიდან დღემდე_ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ონის წარმომადგენლობის რეგენტ-კონსულტანტია.