top of page
ქორეო ბაზა.png

Madona Tevzadze

Senior Specialist of the Department of Culture of the Ministry of Education, Culture and Sports of the Autonomous Republic of Adjara, Honored Worker

Date of Birth

5.09.1965

RESUME

Available only in Georgian

უმაღლესი განათლება

1984-1987 _ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. სამსახიობო ფაკულტეტი, სპეციალობა: თეატრისა და კინოს მსახიობი.

 

                    

საშემსრულებლო/პროფესიული განათლება

 

1984-1987 _ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. კურსის ხელმძღვანელები: დიმიტრი (დოდო) ალექსიძე, შალვა (მუმუშა) გაწერელია, ოთარ ბაღათურია.              

1979-1986 _ ახალციხის სარაიონო კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულ ანსამბლ ,,მესხეთის“ მოცეკვავე (ფესტივალების ლაურეატი). კულტურის სახლის დირექტორი - ვახტანგ კვესელაძე. სამხატვრო ხელმძღვანელი - ვაჟა ნასყიდაშვილი, ლოტბარი - შოთა ალთუნაშვილი.

 

 

წოდება, ჯილდო

 

2015. 25 ოქტომბერი _ წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და კავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის მიერ დაჯილდოებულია  ,,საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის“ ორდენით.

2017. 12 მარტი _ ხანგრძლივი და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ფოლკლორის დავცისა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილის, კულტურულ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის ბათუმის  მუნიციპალიტეტის  მერიამ მიანიჭა დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

 

 

სამუშაო გამოცდილება

 

1982 _ ახალციხის სარაიონო კულტურის სახლი. სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლის ,,მესხეთი“ _ მოცეკვავე, აგიტ-მხატვრული ბრიგადის ხელმძღვანელი.

1987 _ აჭარის ხალხური შემოქმედებისა და კულტურულ - საგანმანათლებლო მუშაობის საოლქო სამეცნიერო მეთოდური ცენტრი _ მეთოდისტი.

1989 _ ბათუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი _ მეტყველების კულტურის მასწავლებელი.

1994 _ აჭარის ხალხური შემოქმედებისა და ხელოვნების სასწავლო დაწესებულებათა ცენტრი _ მთავარი სპეციალისტი.

1995 _ აჭარის ხალხური შემოქმედებისა და ხელოვნების სასწავლო დაწესებულებათა ცენტრი _ ხალხური შემოქმედების განყოფილების გამგე.

1998 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო _ თეატრებისა და საკონცერტო ორგანიზაციების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

2004 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო _ თეატრებისა და საკონცერტო ორგანიზაციების განყოფილების უფროსი.

2006-2021 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო _ კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

2014-2016; 2019-2020 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო _ კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

 

 

ჟიურის/საბჭოს წევრი

                            

2012-2019 _ ქ. თბილისი. საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის საპატიო და სარეკომენდაციო საბჭოს წევრი.

2016-2021 _ ქ. ბათუმი              . მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,არსიანი“ სამხატვრო საბჭოს წევრი.

2016-2020 _ ქ. ბათუმი. აჭარის სოფლის განვითარების საბჭოს  სამუშაო ჯგუფის წევრი (UNDP).

2017 _ უკრაინა, იმიერკარპატების ოლქი, ქ. უჟგოროდი. ფესტივალ-კონკურსი ,,უკრაინის ცოცხალი ხმები“ _ ჟიურის წევრი.

2010-2015 _ ქ. ბათუმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ჟიურის წევრი.

2018 _  ქ. ბათუმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის - ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრი.

2016 _ ქ. თბილისი. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქართველოს კულტურის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის წევრი.                  

                            

                            

შემოქმედებითი პროექტები                

 

2009-2019 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები (100-ზე მეტი ანსამბლი და 2000-ზე მეტი შემსრულებელი) _ იდეის ავტორი და ორგანიზატორი.

2018-2019 _ მასტერკლასები ხალხური ქორეოგრაფიის და სიმღერის მიმართულებით _ ორგანიზატორი.                

2018-2019 _ საერთაშორისო საბავშვო თეატრალური ფესტივალის ,,ოქროს მანდარინი“ _ ორგანიზატორი.                      

                            

 

კონფერენციები 

                            

2017-2018 _ ქ. ბათუმი. სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია _ ქორეოგრაფიული ფოლკლორი-ისტორია და თანამედროვეობა. კონფერენციას ესწრებოდნენ და მის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ გამოცდილი ქართველი და უცხოელი მკვლევარ-მეცნიერები, ახალგაზრდა სპეციალისტები, პრაქტიკოსი ქორეოგრაფები, ექსპერტები, სტუდენტები, ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური დარგის სპეციალისტები. იუნესკოს ცეკვის საბჭოს წარმომადგენლობა CDI. კონფერენციის მხარდამჭერი ორგანიზაციები: CDI, ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია - EAFF, საქართველოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“ რედაქცია _ თანაორგანიზატორი.

 

bottom of page