top of page

ვებინარი ქორეოგრაფიულ სადადგმო ხელოვნებაში _ „ცეკვის ნახაზი და მისი აგების ხერხები“

Cost

25 ₾

Duration

2 საათი

Trainers

ეკატერინე გელიაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფიულ-სადადგმო ხელოვნებაში პედაგოგიური მუშაობის 25 წლიანი გამოცდილებით.

See the full summary in the Choreo database

See the full summary in the Choreo database

Training information

კურსი განკუთვნილია: ქორეოგრაფიულ სექტორში მომუშავე ადამიანებისათვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე ქორეოგრაფებისათვის, რეპეტიტორ-ქორეოგრაფის პოზიციაზე მომუშავე ან დამწყებ პირთათვის, მოცეკვავეებისათვის, ქორეოგრაფიული სასწავლებლის სტუდენტებისათვის და სხვა დაინტერესებულ პირთათვის, რომლებსაც სურთ ქორეოგრაფიული სადადგმო უნარების გაუმჯობესება ხალხურ სასცენო ცეკვებში.
შეხვედრის მიზანია მსმენელებს გააცნოს ცეკვის ნახაზის არსი, მისი აგებისა და დადგმის მეთოდები, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად.

შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
 ცეკვის ნახაზის არსი;
 რას ეფუძნება ნახაზის განვითარების ლოგიკა;
 ნახაზის, დრამატურგიული კანონების, ქორეოგრაფიული ლექსიკისა და მუსიკალური მასალის ურთიერთკავშირი;
 მარტივი და რთული, სიმეტრიული და ასიმეტრიული ნახაზის აგება/დადგმის ხერხები;
 მრავალგეგმიანი ცეკვის ნახაზის _ ძირითადისა და მეორეხარისხოვანის გამიჯვნა;
 ცეკვის განაწილებაზე სცენაზე;
 ანტურაჟისა და სოლისტების გამოყენება ცეკვის დადგმის დროს.

Registration for training

bottom of page