top of page

„ცეკვის სწავლების თანამედროვე მეთოდები“

ონლაინ-ტრენინგი ქორეო-პედაგოგიკაში (ნაკადი II)

Cost

200 ₾

Duration

16 საათი

Trainers

ანა პავლიაშვილი

ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური კონსულტანტი, სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრის ,,აისი“ - დღის ცენტრის პროგრამის ხელმძღვანელი, სერტიფიცირებული ტრენერი, ფსიქოლოგიაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით.

ეკატერინე გელიაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქორეოლოგიაში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დამდგმელი ქორეოგრაფი, პედაგოგ-ქორეოგრაფიაში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილებით.

See the full summary in the Choreo database

ანა ღვინიაშვილი

ხელოვნების მაგისტრი ქორეოგრაფიულ პედაგოგიკაში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პედაგოგი, ცეკვის სპეც.პედაგოგი, სერტიფიცირებული ტრენერი, პედაგოგ-ქორეოგრაფიაში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილებით.

See the full summary in the Choreo database

Training information

ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი NCC GE ART და ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრი ატარებს მეორე ერთობლივ ტრენინგს ქორეო-პედაგოგიკაში „ცეკვის სწავლების თანამედროვე მეთოდები“.

ტრენინგ-კურსი განკუთვნილია: ქორეოგრაფიულ სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე ქორეო-პედაგოგებისთვის, რეპეტიტორ-ქორეოგრაფის პოზიციაზე მომუშავე ან დამწყებ პირთათვის, მოცეკვავეებისთვის, ქორეოგრაფიული სასწავლებლის სტუდენტებისათვის და სხვა დაინტერესებულ პირთათვის, რომლებიც ფლობენ ნებისმიერი ჟანრის ქორეოგრაფიულ ლექსიკას და სურთ მოძრაობის სწავლების უნარების გაუმჯობესება სამსახურეობრივი მიზნებისათვის.

კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს ცეკვის სწავლების თანამედროვე მეთოდები და მათი გამოყენების საჭიროებები და მეორე მხრივ, მონაწილეთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების ამაღლება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისთვის.

ტრენინგის თემატიკა მოიცავს ზოგადად ქორეო-პედაგოგიკასთან და სწავლების თანამედროვე სტრატეგიებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.
ტრენინგი სამი მოდულისაგან შედგება:
1. პოზიტიური მიდგომები სწავლების პროცესში - მოდულს წარუძღვება ფსიქოლოგი ანა პავლიაშვილი;
2. ცეკვის სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტრატეგიები - მოდულს წარუძღვება ეკატერინე გელიაშვილი;
3. ინკლუზიური ცეკვის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები - მოდულს წარუძღვება ანა ღვინიაშვილი.

ტრენინგის კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეექმნებათ საშუალება ათვისებულ თეორიულ მასალას თვითრეალიზება გაუკეთონ, როგორც მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასაძლიერებლად.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 8 დღე (16 საათი), რომლის გავლის შემდეგ გაიცემა ერთობლივი სერტიფიკატი.
შეხვედრები განხორციელდება 5 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), ზუმის პლატფორმის საშუალებით 21.00-23.00 საათზე (ყოველ დღე, კვირის გარდა).

ტრენინგის საფასური შეადგენს 200 ლარს (ნაცვლად 350 ლარისა). ქორეო ბაზაში რეგისტრირებულთათვის მოქმედებს დამატებით 10% ფასდაკლება. ასევე, მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება კორპორატიულ ჯგუფებზე, ოჯახის წევრებსა და ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტებზე.
ტრენინგის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი და გააჩნდეს არანაკლებ 5 წლის ქორეოგრაფიული საშემსრულებლო გამოცდილება.

Registration for training

bottom of page