top of page
9.png

რევაზი აბულაძე

კერძო სკოლის ,,სადუნი“ ქორეოგრაფიული სტუდიის ,,სამა“ ხელმძღვანელი;
ცეკვის აკადემიის ,,სუხიშვილები“ პედაგოგ-ქორეოგრაფი

დაბადების თარიღი

22.10.1971

რეზიუმე


უმაღლესი განათლება

1993-1997 _ თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ხელოვნების ფაკულტეტი, BA _ ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობა.


საშემსრულებლო (პროფესიული) განათლება

1995-2004 _ ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი. სამხატვრო ხელმძღვანელი - ნ.რამიშვილი; თ.სუხიშვილი; ი. სუხიშვილი. დირექტორი - ი.სუხიშვილი; ნ. სუხიშვილი.
1993 -1997 _ ინსტიტუტში გავლილი ქორეოგრაფიის პროგრამული პრაქტიკული კურსები: ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება (პედ. უ.დვალიშვილი; რ.ჭანიშვილი); ქართული ცეკვა (პედ. ჯ.ჯანიაშვილი, გ. სიხარულიძე); კლასიკური ცეკვა (პედ. ბ. მონავარდისაშვილი, ნ. დიდებულიძე, ნ.დიღმელაშვილი); სახასიათო ცეკვა (პედ. რ.ჯაჯანიძე, ტ. ბახტაძე); სამეჯლისო ცეკვა (პედ. ლარისა და თენგიზ გაჩეჩილაძეები); ისტორიულ-ყოფითი ცეკვა (ნ.დიღმელაშვილი); პანტომიმა (გ. ოსეფაშვილი). კონსულტანტი თ. სუხიშვილი.
1989-1995 _ ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული სახალხო ანსამბლი ,,როკვა“ _ მსახიობ-მოცეკვავე (ხელმძღვანელი უ.დვალიშვილი, ქორეოგრაფი ჯ.ჯანიაშვილი).
1985-1989 _ პროფტექგანათლების სამინისტროს, კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი ,,ფერხული". ქორეოგრაფები: მიხეილ შუბაშიკელი და ნუგზარ კაპანაძე.
1981-1985 _ N107-ე საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია. ქორეოგრაფები: ვალიკო ბუჯიაშვილი და გოჩა ალაფიშვილი.


ხარისხი

1997 _ ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი (ბაკალავრი).


სამუშაო გამოცდილება

2021-დან მიმდინარე _ კალიფორნია, სანტა კლარა. GHF ქართულ სათვისტომოსთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია (ონლაინ გაკვეთილები) _ პედაგოგ-ქორეოგრაფი.
2020-დან მიმდინარე _ კერძო სკოლა ,,სადუნი“-ის ქორეოგრაფიული შემსწავლელი სტუდია ,,სამა“ _ სამხატვრო ხელმძღვანელი.
2018-დან მიმდინარე _ ცეკვის აკადემია ,,სუხიშვილები“ _ პედაგოგ-ქორეოგრაფი;
1998-2004 _ 168-ე საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,სამა“ _ სამხატვრო ხელმძღვანელი;
1995-2004 _ ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი. სამხატვრო ხელმძღვანელი - ნ.რამიშვილი; თ.სუხიშვილი; ი. სუხიშვილი. დირექტორი - ი.სუხიშვილი; ნ. სუხიშვილი _ მსახიობ-მოცეკვავე.


შემოქმედებითი პროექტები

1985-2004 _ ანსამბლებთან ერთად მსოფლიოს გარშემო მრავალი კონცერტის მონაწილე _ მსახიობ-მოცეკვავე.

bottom of page