
ანგული ქავთარაძე
ანსამბლის „კავკასიონი“ სამხატვრო ხელმძღვანელი/მთავარი ქორეოგრაფი;
ხელოვნებისა და კულტურის ასოციაცია „კავკასიონის“ დამფუძნებელი;
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთი“ მთავარი ქორეოგრაფი
დაბადების თარიღი
9.09.1957
რეზიუმე
უმაღლესი განათლება
1997-2002 _ თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი.
პროფესიული/საშემსრულებლო განათლება
1986 - 1991 _ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“. სამხატვრო ხელმძღვანელი - ჯემალ ჭკუასელი, მთავარი ქორეოგრაფი - რევაზ ჭოხონელიძე. მსახიობ-მოცეკვავე / წამყვანი სოლისტი.
1991-1993 _ ანსამბლი „მეტეხი“. ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი. მიწვეული მსახიობ-მოცეკვავე / სოლისტი.
1989-1992 _ ანსამბლი „მამული“. ხელმძღვანელი ზაურ პაპიაშვილი. მიწვეული მსახიობ-მოცეკვავე/სოლისტი.
1985-1990 _ ანსამბლი „მხედრული“. ხელმძღვანელი ჰამლეტ კობეშავიძე. რეპეტიტორი, მოცეკვავე.
1983-1986 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლი. სამხატვრო ხელმძღვანელი - რობერტ გოგოლაშვილი; მთავარი ქორეოგრაფი - რევაზ ჭოხონელიძე. მსახიობ-მოცეკვავე.
1983-1986 _ საქართველოს რესპუბლიკის სახალხო უნივერსიტეტი. ქართული ხალხური ცეკვების ფაკულტეტი. უნივერსიტეტის რექტორი ნინო რამიშვილი; მსოფლიო ხალხთა ცეკვები - სახალხო არტისტი გივი ოდიკაძე; ქართული ცეკვები - კონსტანიტინე მანჯგალაძე.
1979-1982 _ თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის სახელმწიფო კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული ფაკულტეტი. ქართული ქორეოგრაფიის სპეციალობა. ქართული ცეკვა - გაიოზ გოგოლიძე; ქართული ცეკვის კომპოზიცია - კონსტანტინე მანჯგალაძე; მსოფლიო ხალხთა ცეკვები - უჩა დვალიშვილი; კლასიკური ცეკვა - სიმა ვეკუა; სამეჯლისო ცეკვა - სახალხო არტისტი თენგიზ სანაძე.
1978-1983 _ საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია. ხელმძღვანელი გუგული ყიფიანი, ქორეოგრაფი ჯანო ბაგრატიონი.
1975-1977 _ ამიერკავკასიის მესაზღვრეთა ჯარების ანსამბლი. ხელმძღვანელი ჩერკასოვი, ქორეოგრაფი ავაგიმოვი.
1974-1975 _ ილიკო სუხიშვილის სახელობის სახელმწიფო სკოლა-სტუდია. მსახიობ-მოცეკვავე. დირექტორი - გოგი სუხიშვილი, ქორეოგრაფი - საქართველოს სახალხო არტისტი - ამირან სალუქაშვილი.
წოდება, ჯილდო
2018 - საპატიო სიგელი - ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზდიუმი . გადაეცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავას მიერ.
2017 - საპატიო სიგელი - მოსწავლე ახალგაზრდობის განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. გადაეცა - ქალაქ თბილისის მერის დავით ნარმანიას მიერ.
2011 - ქალაქ თბილისის მერიის საპატიო სიგელი და მედალი „ქართული კულტურის ამაგდარი“ - გადაეცა ქ. თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ.
2001 - ღირსების ორდენი (#01164) - საქართველოს პრეზიდენტის N277 განკარგულებით - ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - გადაეცა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ.
სამუშაო გამოცდილება
2015 -დან დღემდე _ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“. მთავარი ქორეოგრაფი.
2007 -დან დღემდე _ ხელოვნების და კულტურის ასოციაცია „კავკასიონი“. დამფუძნებელი.
1993 -დან დღემდე _ ადგილობრივი და მსოფლიო ფესტივალ-კონკურსების მრავალგზის გრანპრის მფლობელი ანსამბლის „კავკასიონი“ დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი/მთავარი ქორეოგრაფი.
1991 - დან დღემდე _ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. ქორეოგრაფი.
2008 - 2010 _ მომავლის პროფესიული კოლეჯი. ქართული ცეკვის პედაგოგი.
2006 - 2008 _ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი.
1993 -2006 _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური ცენტრის ქორეოგრაფიული განყოფილების მთავარი ქორეოგრაფი.
1994 _ კულტურის ინსტიტუტი. ქორეოგრაფიის ფაკულტეტი. მიწვეული ქორეოგრაფი რეზო ჭანიშვილის ჯგუფში.
1992-1993 _ ახალგაზრდული ანსამბლი „ბახტრიონი“. ქორეოგრაფი.
1991-1993 _ ანსამბლი „მერანი“ (ხელმძღვანელი რეზო ჭანიშვილი). ქორეოგრაფი.
1985-1990 _ ანსამბლი „მხედრული“. რეპეტიტორი.
1983-1987 _ 150-ე საშუალო სკოლასთან არსებული სტუდია. ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
ჟიურის/საბჭოს წევრი
1993 - დღემდე _ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გამგეობის წევრი.
1995 -1996 _ ქ.თბილისი, ინდივიდუალური შემსრულებელთა კონკურსი ჟიურის წევრი (ჟიურის თავმჯდომარე თენგიზ სუხიშვილი).
2007, 2008, 2009, 2010 _ ქ.ფოთი, კოლხურ ლაზური სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი. ჟიურის წევრი (ჟიურის თავჯდომარე ფრიდონ სულაბერიძე).
2006, 2008, 2009, 2018 _ ქ. ბათუმი, ფესტივალ-კონკურსი ზღვის ჰარმონია. ჟიურის წევრი ( ჟიურის თავჯდომარე ფრიდონ სულაბერიძე).
შემოქმედებითი პროექტები/მიღწევები
04.2019-10.2019 _ თბილისი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. მასტერკლასი ქართულ ცეკვებში ფესტივალ „თბილისური აისი“-ს ფარგლებში ფესტივალის მონაწილეებისთვის (ბელგია, გერმანია, იაპონია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ირანი, სომხეთი, უკრაინა). ქორეოგრაფი.
2018 _ სიგელი - ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „დამსახურებული ქორეოგრაფ- პედაგოგის“ საპატიო წოდება - საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის რეზო ჭანიშვილის მიერ.
2017 _ მადლობის სიგელი - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თიკა რუხაძის და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელის გოგი თოდაძის მიერ.
2015 _ თბილისი, მასტერკლასი ქართულ ცეკვაში და ქორეოგრაფიული დადგმა „მისს ჩინეთი 2015-ის“ კონკურსანტების და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მონაწილეობით. ქორეოგრაფი.
2014 – „ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი“ - ქორეოგრაფიულ ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი პრაქტიკული მოღვაწეობისთვის - გადაეცა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიერ.
2013 _ წლის საუკეთესო ქორეოგრაფი - საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიერ.
2012 _ თურქეთი, მასტერკლასი ქართულ ცეკვებში Fire of Anatolia – Little Sparkle -ის წევრებისთვის. ქორეოგრაფი.
2000, 2004, 2005, 2009, 2011, 2015, 2017 _ იტალია, მასტერკლასი ქართულ ცეკვაში საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებისთვის. ქორეოგრაფი.
1998 _ ამერიკის შეერთებული შტატები (იუტა, აიდაჰო), მასტერკლასი ქართულ ცეკვაში - საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებისთვის (38 ქვეყანა).
1995 _ იაპონია ტაკარაზუკა, მასტერკლასი ქართულ ცეკვაში The Takarazuka Revue – სთვის (Japanese all female musical theater troupe). ქორეოგრაფი.
1987 _ ინდოეთი, ქ. ბომბეი. მასტერკლასი ქართულ ცეკვაში - მსოფლიო ფესტივალის მონაწილეებისთვის. (მასტერკლასის მონაწილეები: რუსეთის იგორ მაისევის ანსამბლის მოცეკვავეები, ყაზახეთის ანსამბლი - „ბახორი“-სს მოცეკვავეები, ბელარუსის ანსამბლი - „პადალიანკა“-ს მოცეკვავეები, პრიბალდიკის ქვეყნების ანსამბლის მოცეკვავეები, რუსეთის „რითმი პლანეტი“-ს მოცეკვავეები და სხვ.). ქორეოგრაფი.
1982 _ რუსეთი, ქ. მოსკოვი. მასტერკლასი ქართულ ცეკვაში - რევაზ ჯანიაშვილის სკოლა-სტუდიისთვის. ქორეოგრაფი.
1994 _ ეთნოგრაფიული ექსპედიცია: თურქეთი - ართვინი, შავშეთი - სოფლები: ხევწრული, ზიოსი, უბე და სხვა - ფოლკლორული ნიმუშების მოძიება და აღდგენა (საექსპედიციო ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი - დიმიტრი დუნდუა).
2017 _ მხატვრული ფილმი „მტერი ჩემი-ძმა ჩემი“. ქორეოგრაფი.
2012 _ ლონდონის ოლიმპიური თამაშები. ქართულის სახლის კულტურული ღონისძიებების მონაწილე.
2010 _ სერბეთი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის გენერალური ასამბლეა - კენჭისყრა 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის საქართველოში გამართვის უფლების მოპოვებისთვის კულტურული პროგრამის მონაწილე.
2009 _ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისი საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი. მიწვეული-დამდგემელი ქორეოგრაფი.
2003 _ მხატვრული ფილმი „არის ასეთი ქვეყანა“ ქორეოგრაფი.
1998, 1999, 2000 _ საქართველოს პრეზიდენტის აპარატის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ქორეოგრაფი (რეჟისორი გოგი თოდაძე).
1993 _ იტალია, სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლი. ხელმძღვანელი - ბადრი მაჭავარიანი, ქორეოგრაფი თენგიზ ჯავახიშვილი. მიწვეული მოცეკვავე.
1991-1993 _ ავსტრია, ესპანეთი. ანსამბლი „მეტეხი“ ხელმძღვანელი - გელოდი ფოცხიშვილი. მოცეკვავე.
1989 _ ამერიკის შეერთებული შტატები (კალიფორნია). ანსამბლის „ერისიონი“ გასტროლი - მოცეკვავე.
1988 _ სინგაპური, ანსამბლის „ერისიონი“ გასტროლი - მოცეკვავე.
1987 _ ინდოეთი (დელი, ბომბეი, ბანგალორი, მადრასი, კახლაპური), ანსამბლის „ერისიონი“ გასტროლი - მოცეკვავე.
1985 _ მოსკოვის მსოფლიო ფესტივალი. მონაწილე.
1980 _ მოსკოვის ოლიმპიური თამაშები გახსნის ცერემონიალის მონაწილე.
ანსამბლის „კავკასიონი“ ხელმძღვანელი/ქორეოგრაფი:
2019 _ ბულგარეთი, ქ.ნესებარი. საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი - გრან-პრი;
2018 _ თბილისი, ანსამბლი „კავკასიონი“ ჩინეთის საელჩოს მიერ გამართული ღონისძიების მთავარი სტუმარი და მონაწილე;
2018 _ ქ. თბილისი, ანსამბლი „კავკასიონი“ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული საახალწლო ღონისძიების მონაწილე;
2017 _ იტალია, ქ. პიაჩენცა. ხელოვნების და კულტურის ასოციაცია „კავკასიონი“ - მონაწილე;
2017 _ თბილისი, ნატოს საპარლამენტო სესიის ოფიციალური მიღების ცერემონიალი - მონაწილე;
2017 _ თბილისი, 26 მაისი. შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილე, განსაკუთრებული კომპოზიციით პიანისტ დავით ალადაშვილთან ერთად - მონაწილე;
2016 _ უკრაინა, ქ.კიევი, ლვოვი, ჟიტომირი. ანსამბლ „რუსთავთან“ და უკრაინის აკადემიურ ანსამბლ „ვირსკისთან“ ერთად გამართულ შეჯიბრი - მთავარი პრიზის „მაყურებლის გულის მოსაგებად“- მონაწილე;
2015 _ იტალია, ქ. პიაჩენცა. ხელოვნების ასოსციაცია „კავკასიონი“ - მონაწილე.
2015 _ ქ. თბილისი - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის 2015 წლის გახსნის და დახურვის ცერემონიალის კულტურული ღონისძიებების მთავარი მონაწილე;
2015 _ თბილისი, მონაკოს პრინცის ალბერ მეორეს საპატივცემულოდ გამართული ღონისძიების მონაწილე;
2014 _ საქართველო, ბათუმი. საერთაშორისო ფესტივალი „ზღვის ჰარმონია“ - ანსამბლი „კავკასიონი“ გრან-პრი;
2014 _ თბილისი, ანსამბლი „კავკასიონი“ _ მძლეოსნობის ევროპის ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალის მონაწილე;
2013 _ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გადაწყვეტილებით ანსამბლ „კავკასიონს“ მიენიჭა სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება;
2013 _ რუსეთი, ქ. ვლადიკავკაზი - ანსამბლი „კავკასიონი“ მსოფლიო ხალხთა ცეკვების ფესტივალ-კონკურსი - გრან- პრი, სპეციალური პრიზი ფოლკლორის საუკეთესო შესრულებისთვის. ჯილდო გადაეცა რუსეთის აკადემიური ანსამბლ „ბერიოზკას“ მთავარი ქორეოგრაფის მირა კალცოვასა და ანსამბლის სოლისტების მიერ. ასევე, „კავკასიონის“ ყველაზე მცირეწლოვან მოცეკვავეს გადაეცა სპეციალური პრიზი საუკეთესო შესრულებისთვის;
2012-2015 _ თურქეთი, ქ. სტამბოლი, ქ. ანკარა. ანსამბლი „კავკასიონი“ - მსოფლიოში სახელგანთქმული თურქული შოუ Fire of Anatolia-Little Sparkle - მონაწილე;
2012 _ ინგლისი, ქ. ლონდონი. ოლიმპიური თამაშები - „ლონდონი 2012“-ის ქართული სახლის მასპინძელი, კულტურული ღონისძიების მონაწილე ანსამბლი „კავკასიონი“;
2011 _ იტალია ქ. პიაჩენცა. ხელოვნების და კულტურის ასოციაცია. „კავკასიონი“ მონაწილე;
2009 _იტალია, ქ. პიაჩენცა. ხელოვნების და კულტურის ასოსციაცია „კავკასიონი“ - მონაწილე;
2008 _ სერბეთი, ქ. ბელგრადი - მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის ყრილობა - „ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის“ 2015 წლის მასპინძლობის მოპოვების უფლება. „კავკასიონი“. 17-ჯერ შეასრულა ქართული ცეკვის ნომრები და ქვეყანას „ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015“-ის მასპინძლობის უფლება მოაპოვებინა.
2007 _ ინგლისი, ქ. ლონდონი - მსოფლიო ტურიზმის გამოფენა - ანსამბლი „კავკასიონი“ ქართული კუთხის წარმომადგენელი და მონაწილე;
2007 _ საქართველო, ქ.ბათუმი - ანსამბლი „კავკასიონი“ . ფესტივალი „ზღვის ჰარმონია“ - გრან-პრი;
2007 _ იტალია, ქ. პიაჩენცა - საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი;
2005 _ თბილისი. აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წევრების საპატივცემულოდ გამართული კონცერტის მონაწილე;
2005 _ თურქეთი, ქ.ალაპრი. შავიზღვისპირა ქვეყნების საერთაშორის ფესტივალ-კონკურსი - გრან-პრი;
2004 _ იტალია, ქ.პიაჩენცა - საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი;
2003 _ თბილისი. ანსამბლის „კავკასიონის“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ლევან ანჯაფარიძის ფილმში „არის ასეთი ქვეყანა“;
2003 _ თბილისი, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი - ანსამბლის „კავკასიონის“ სოლო კონცერტი აკადემიურ ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად;
2003 _ სვანეთი, შავშეთი, ფოთი - ანსამბლი „კავკასიონი“ მოგზაურობდა და კონცერტებს მართავდა სახელმწიფო ანსამბლ „მამულთან“ ერთად;
2003 _რუმინეთი ქ. ტულჩა, ფოლკლორის საერთაშორის ფესტივალ-კონკურსი - გრან-პრი;
2002 _ თურქეთი ქ. ანტალია. საერთაშორის ფესტივალი - გრან-პრი;
2001 _ ბულგარეთი, ქ. აბზორი. ანსამბლი „კავკასიონი“ და ანსამბლის ორი მცირეწლოვანი მოცეკვავე დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური პრიზით - ფოლკლორული ცეკვის საუკეთესო შესრულებისთვის;
2000 _ იტალია, ქ. პარმა. ევროპის საერთაშორისო ბანაკი Scuola Sport Barilla - სპეციალური პრიზი საუკეთესო შესრულებისთვის;
1998, 1999, 2000 _ თბილისი, საქართველოს პრეზიდენტის აპარატის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილე;
1998 _ ამერიკის შეერთებული შტატები (იუტა, აიდაჰო). ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი (38 მონაწილე ქვეყანა) - გრან-პრი;
1994 _ იაპონია, ქ. ოსაკა - 120 კონცერტი.